Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პროვინცია ღაზნის გუბერნატორის თქმით


ავღანეთის პროვინცია ღაზნის გუბერნატორის თქმით, თალიბები პირობას დებენ, რომ სამხრეთ კორეელ

ავღანეთის პროვინცია ღაზნის გუბერნატორის თქმით, თალიბები პირობას დებენ, რომ სამხრეთ კორეელ
2 მძევალ ქალს, რომლებიც სავარაუდოდ ავად არიან, ხვალ, 13 აგვისტოს გაათავისუფლებენ. მირაჯუდინ პატანის ეს განცხადება მოჰყვა ურთიერთგამორიცხავ ცნობებს, რომლებიც მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მეორე დღეა ვრცელდება. თალიბანის წარმომადგენლებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. ამჟამად თალიბანის ტყვეობაში რჩება სამხრეთ კორეელი 21 მისიონერი. თალიბებმა 19 ივლისს გატაცებული სამხრეთ კორეელი 23 მძევლიდან 2 უკვე მოკლეს.
XS
SM
MD
LG