Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გასულ


საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გასულ კვირაში

საერთაშორისო ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ გასულ კვირაში
საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია თვითმფრინავმა, რომელიც იქ რუსეთის ტერიტორიიდან შეფრინდა. შეერთებული შტატების, შვეციის, ლატვიისა და ლიტვის სპეციალისტების ანგარიშში ნათქვამია, რომ ამოუცნობი თვითმფრინავი სამჯერ შევიდა საქართველოს საჰაერო სივრცეში და უკან დაბრუნდა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, საქართველოს არ მოეპოვება თვითმფრინავები, რომელთაც იმ ტიპის რაკეტების ტარება შეუძლიათ, რომელიც სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდა. საქართველო აცხადებს, რომ რაკეტა რუსეთის თვითმფრინავმა გაუშვა. რუსეთი უარყოფს ამას. საქართველოში რუსეთის დელეგაცია გაიგზავნა.


XS
SM
MD
LG