Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რუსმა


გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რუსმა სამხედრო ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს.

გორის რაიონის სოფელ წითელუბანში რუსმა სამხედრო ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს.
რუსი ექსპერტები, რომლებსაც რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსი გენერალი იგორ ხვოროვი ხელმძღვანელობს კატეგორიულად უარყოფენ რუსეთის მხრიდან თვითმფრინავის შემოსვლის ფაქტს და აცხადებენ, რომ რუსულ რადარებს მსგავსი არაფერი დაუფიქსირებიათ. რუსეთის საჰაერო-სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსმა იგორ ხვოროვმა დასძინა, რომ ის, რასაც ქართული მხარე რეკეტის ჩამოგდების შესახებ აცხადებს, ფიზიკის კანონებსაც კი ეწინააღმდეგება. “როგორიც არ უნდა იყოს რუსი ექსპერტების მუშაობის შედეგები, იგი საერთაშორისო დასკვნებზე უკვე ვერ იმოქმედებს. სიმართლე სიმართლეა და იგი ერთია - საქართველო რუსეთის მხრიდან დაიბომბა”, - ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.
XS
SM
MD
LG