თურქი სამხედროები აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხე ემუქრება
. სამხედრო ინტერნეტ საიტზე გამოქვეყნდა თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალის, გენერალ იასირ ბიუკანიტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეული “ბოროტების ცენტრები” ცდილობენ ძირი გამოუთხარონ სამოქალაქო წესწყობილებას. გენერალი არ აზუსტებს, თუ ვინ ჰყავს მხედველობაში. აღნიშნული განცხადება გამოჩნდა ერთი დღით ადრე, როდესაც ქვეყანის პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნების მესამე ტური უნდა გაიმართოს, რომელზეც, როგორც მოსალოდნელია, გაიმარჯვებს ზომიერი ისლამისტი აბდულა გიული. თურქ სამხედეროებს არაერთხელ გამოუხატავთ უკმაყოფილება გიულის კანდიდატურის მიმართ.