Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში, შიიტების წმიდა ქალაქ ქარბალაში


ერაყში, შიიტების წმიდა ქალაქ ქარბალაში კომენდანტის საათი შემოიღეს.

ერაყში, შიიტების წმიდა ქალაქ ქარბალაში კომენდანტის საათი შემოიღეს.
ასიათასობით მომლოცველს, რომლებიც იქ რელიგიური დღესასწაულის გამო ჩავიდნენ, უბრძანეს, რომ დატოვონ ქალაქი. დღეს ქარბალაში პოლიციასა და მეამბოხეებს შორის შეტაკებებში სულ ცოტა 50 ადამიანია მოკლული და 60-ზე მეტი დაიჭრა. მათ შორის ბევრია მომლოცველი. ქალაქში დამატებითი ჯარები გაიგზავნა. პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა სცადეს ხელში ჩაეგდოთ ორი წმიდა სალოცავი, რომლებიც ცენტრალურ როლს თამაშობს შიიტების რელიგიურ დღესასწაულში. ქარბალაში ასიათასობით მომლოცველი იმყოფება. რელიგიური დღესასწაული კულმინაციას ამაღამ აღწევს.
XS
SM
MD
LG