Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობაში 30 აგვისტოს მორიგი


საქართველოს მთავრობაში 30 აგვისტოს მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

საქართველოს მთავრობაში 30 აგვისტოს მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. ნოღაიდელმა არ დააკონკრეტა, თუ რა ბედი ეწევა ეროვნული ბანკის ამჟამინდელ პრეზიდენტს რომან გოცირიძეს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ამ უწყებას ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს, ხოლო გილაურის მემკვიდრე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური იქნება. მთავრობაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება იუსტიციის სამინისტროს შეეხო. როგორც ნოღაიდელმა აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ გადაწყვიტა საკუთარი ნებით დაუბრუნდეს ბიზნესს, ხოლო მის ადგილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი დაიკავებს. ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ყველა საკადრო ცვლილების მიზანია, მთავრობის უფრო ეფექტიანი მუშაობა. განახლებული შემადგენლობით მთავრობის სხდომა 31 აგვისტოს გაიმართება, ხოლო მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს ზეგ წარედგინება.

XS
SM
MD
LG