Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში დააპატიმრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3


გერმანიაში დააპატიმრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი.

გერმანიაში დააპატიმრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 3 პირი.
ისინი ფრანკფურტის აეროპორტზე და რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე აფეთქებების დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილი. ოფიციალური ინფორმაციით, სამივე პირი, რომელთაც ისლამიურ ტერორიზმში ეჭვმიტანილებად მოიხსენიებენ, სამშაბათს შეიპყრეს. გერმანიის გენერალურ პროკურორ მონიკა ჰარმსის განცხადებით, ეჭვმიტანილებს კავშირი ჰქონდათ ჯგუფთან სახელწოდებით "ისლამური ჯიჰადის კავშირი". [ჰარმსის ხმა] “ბრალდებულები ეჭვმიტანილი არიან ტერორისტული "ისლამური ჯიჰადის კავშირის" წევრობაში უცხოეთში, აგრეთვე ამ ორანიზაციის უჯრედში გერმანიაში. 2006 წელს სამივემ გაიარა მომზადება "ისლამური ჯიჰადის კავშირის" საწვრთნელ ბანაკებში პაკისტანში”. ასევე ჰარმსის თქმით, ეჭვმიტანილებიდან ორი - გერმანიის მოქალაქეა, ერთი - თურქი ეროვნების პირი.
XS
SM
MD
LG