Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტუგალიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა


პორტუგალიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

პორტუგალიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
განხილვის ერთ-ერთ უმთავრეს თემას წარმოადგენს სერბიის პროვინციის, კოსოვოს სამომავლო სტატუსი. ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები ცდილობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია შეიმუშავონ. განხილვის დაწყებამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას - რეალური შანსი მისცეს ახალ მოლაპარაკებებს სერბიასა და კოსოვოს ეთნიკურ ალბანელებს შორის. უპირატესად ალბანელებით დასახლებული კოსოვო დამოუკიდებლობას ითხოვს; სერბია კი, პროვინციის დამოუკიდებლობის სასტიკი წინააღმდეგია. მხარეებმა, ჩიხიდან გამოსასვლელად, მალე მოლაპარაკებათა ახალი ეტაპი უნდა დაიწყონ.

XS
SM
MD
LG