Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ნაღმსაწინააღმდეგო პროგრამამ ავღანეთში დღეს


გაეროს ნაღმსაწინააღმდეგო პროგრამამ ავღანეთში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქაბულის ყველაზე დანაღმული

გაეროს ნაღმსაწინააღმდეგო პროგრამამ ავღანეთში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქაბულის ყველაზე დანაღმული
ტერიტორია გასუფთავებულია ნაღმებისგან. კარტე სახიში განაღმვის პროცესი 1995 წლის სექტემბერში დაიწყო. ქაბულის ეს ტერიტორია გასული საუკუნის 90-იან წლებში სამოქალაქო ომის მოწინავე ხაზს წარმოადგენდა. მას შემდეგ მესანგრეების მიერ გაუვნებელყოფილია 723 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და 689 აუფეთქებელი საარტილერიო ჭურვი. ავღანეთი კვლავაც რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დანაღმულ ქვეყნად.
XS
SM
MD
LG