Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ


ერაყში აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ დააკავა “ალ ყაიდის” მებრძოლი,

ერაყში აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ დააკავა “ალ ყაიდის” მებრძოლი,
რომელსაც, სავარაუდოდ, ხელი ურევია სუნიტი არაბების ერთ-ერთი მეთაურის აბდულ სატარ აბუ რიშავის მკვლელობაში. აბუ რიშა აშშ-ის მოკავშირე იყო, ის რამადიში გასულ კვირაში მოკლეს თავის ბინასთან. აბუ რიშა “ალ ყაიდის” წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა. დაკავებული პირის სახელია ფალა ხალიფა ჰიას ფაიას ალ ჯამაილი. ერაყის ქალაქ მიყდადიაში, რეიტერის სააგენტოს ცნობით, “ალ ყაიდის” მებრძოლებმა 14 ადამიანი დახოცეს. დეტალები უცნობია. ბაღდადის დაავლეთში ორი ადამიანი მანქანაში ჩადებულმა ნაღმმა იმსხვერპლა. ქალაქ ტუზში კი, ტერაქტის შედეგად, 6 კაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG