Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეირუთის ქრისტიანულ უბანში მოწყობილი აფეთქების


ბეირუთის ქრისტიანულ უბანში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 4 ადამიანი,

ბეირუთის ქრისტიანულ უბანში მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 4 ადამიანი,
მათ შორის არის პარლამენტარი ანტუან ღანემი. ამ შინაარსის განცხადება ლიბანელმა ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ღანემი მიეკუთვნებოდა ლიბანში სირიის მოწინააღმდეგე ძალებს და ქრისტიანული "ფალანგის პარტიის" წევრი მეორე დეპუტატია, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოკლეს. პარტიის ლიდერი პიერ ჯემაიალი ნოემბერში გამოასალმეს სიცოცხლეს. ვაშინგტონში თეთრი სახლის პრეს-მდივანმა დანა პერინომ დაგმო იერიში, რომლის მიზანიც, მისი თქმით, ლიბანში დემოკრატიის შერყევა იყო. აფეთქება დაგმო გაეროს უშიშროების საბჭომაც. ერთ კვირაში ლიბანის პარლამენტი ირჩევს ახალ პრეზიდენტს, რომელმაც ამჟამინდელი, სირიის მომხრე პრეზიდენტი ემილ ლაჰუდი უნდა შეცვალოს.
XS
SM
MD
LG