Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი მიმართავს მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს


თეირანი მიმართავს მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ გრაფიკს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის

თეირანი მიმართავს მსოფლიოს ძლიერ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ გრაფიკს, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის
საკითხების გადასაჭრელად შეადგინეს ირანმა და გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩერ მოტაკის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების მიხედვით, შეთანხმების მიღწევა საჭიროა ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. განცხადება მოჰყვა პარასკევის გადაწყვეტილებას, როდესაც აშშ-ის, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ - გადადონ ირანისთვის ახალი სანქციების დაწესების საკითხი ნოემბრამდე, ვიდრე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო არ წარმოადგენს დასკვნას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG