Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში


ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკის დარგში წლევანდელი ნობელის პრემია გადაეცემა სამ ამერიკელ ეკონომისტს

მათი გამოკვლევებისთვის ეფექტიანი სავაჭრო მექანიზმების გამოვლენის სფეროში.

ლეონიდ ჰურვიცი, ერიკ მასკინი და როჯერ მაიერსონი - ეს გახლავთ ის სამი ეკონომისტი, რომელთაც შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ წელს ნობელის პრემია მიანიჭა.

90 წლის ჰურვიცი ყველა დროის ყველაზე ხანდაზმული ნობელიანტია. მოსკოვში დაბადებული მეცნიერი მინესოტის უნივერსიტეტის პროფესრია. 56 წლის მასკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორია, მათი კოლეგა, ასევე 56 წლის პროფესორი მაიერსონი კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშაობს.

მათი თეორია ეკონომისტებს საშუალებას აძლევს განარჩიონ სიტუაციები, რომლებშიც ბაზრები კარგად მუშაობს იმ სიტუაციებისგან, რომლებშიც ასე არ ხდება.

მექანიზმის მოწყობის თეორია, ასე შეძილება ვთარგმნოთ mechanism design theory, ცენტრალურ როლს თამაშობს ეკონომიკის მრავალ სფეროსა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ნაწილებში.

ლაურეატები მიიღებენ მილიონნახევარ დოლარ ჯილდოს, ოქროს მედალს და სერტიფიკატს. გამარჯვებულებს ჯილდოს სტოკჰოლმში 16 დეკემბერს ოფიციალურად გადასცემს შვეციის მეფე კარლ გუსტავი.

მას მერე რაც ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიების გაცემა დაიწყო, ამ სფეროში ამერიკელები დომინირებენ. ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდა. შარშანდელი გამარჯვებული იყო ედმუნდ ფელპსი, რომელმაც გააღრმავა ჩვენი ცოდნა ინფლაციასა და უმუშევრობას შორის ურთიერთმიმართებაში.

ეკონომიკის დარგი უკანასკნელია, რომელშიც წლევანდელი გამარჯვებულები დასახელდა.

ეკონომიკის დარგში პრემიის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა, ვინაიდან ეს არ შეესატყვისება ფონდის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის ნებას. დანარჩენი ხუთი - ფიზიკაში, ქიმიაში, მედიცინაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში - თავად ნობელის ინიციატივით დაწესდა და 1901 წლიდან მოქმედებს.

რაც შეეხება ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიას, ის მხოლოდ 1968 წელს დაწესდა შვეციის ბანკის მიერ და შეტანილ იქნა დანარჩენი პრემიების სიაში.

XS
SM
MD
LG