Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი აფეთქება მოხდა ესკორტის სიახლოვეს


ორი აფეთქება მოხდა ესკორტის სიახლოვეს, რომელსაც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო

ორი აფეთქება მოხდა ესკორტის სიახლოვეს, რომელსაც პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო
გადაჰყავდა. პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებით, ქალაქ ყარაჩიში მომხდარ აფეთქებებს სულ ცოტა 35 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. დაჭრილთა რიცხვი რამდენიმე ათეულით განისაზღვრება. პოლიციის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. თავად ბენაზირ ბჰუტო არ დაშავებულა. პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დაახლოებით 8-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, სამშობლოში დღეს დაბრუნდა. ის პაკისტანის პოლიტიკურ ცხოვრებაში აპირებს აქტიურ ჩართვას. პოლიტიკოსი ქალის დასახვედრად ყარაჩიში თავი მოიყარა დაახლოებით 200 000-მა მხარდამჭერმა. ისლამისტური დაჯგუფებებისგან ბჰუტოს მისამართით მოსალოდნელი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, მობილიზებული იყო ათასობით სამართალდამცველი. დევნილი ექს-პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტთან პერვეზ მუშარაფთან, რომელმაც მას კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნა. ბენაზირ ბჰუტომ პაკისტანი მალევე დატოვა მასშემდეგ, რაც 1999 წელს, ხელისუფლება პერვეზ მუშარაფმა აიღო ხელში.
XS
SM
MD
LG