Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყისა და თურქეთის საზღვართან


ერაყისა და თურქეთის საზღვართან თურქ მეომრებსა და

ერაყისა და თურქეთის საზღვართან თურქ მეომრებსა და

ქურთ მეამბოხეებს შორის შეტაკებები მოხდა. ცნობით, სულ მცირე 12 თურქი სამხედრო, ასევე 32 მეამბოხე აიღუპა. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული დღეს მთავრობის და სამხედრო უწყების ლიდერებს უნდა შეხვედროდა, რათა გადაეწყვიტათ, როგორ ეპასუხათ ქურთი მეამბოხეების თავდასხმისთვის. თავდასხმა დღეს დილით განხორციელდა, ჰაკარის პროვინციაში, ერაყის საზღვართან.
დღესვე ერაყის პრეზიდენტმა ჯალალ თალაბანიმ, რომელიც ეთნიკურად ქურთია, მოუწოდა ქურთ მეამბოხეებს განიარაღდნენ, მაგრამ ერაყელ ქურთთა ავტონომიის ლიდერთან შეხვედრისას დათანხმდა, რომ მეამბოხეებს თურქეთს არ გადასცემენ. ეს თალაბანიმ თქვა არბილში, პრესკონფრენციაზე, რომელიც მოაწყო ქურთთა ლიდერთან მასუდ ბარზანისთან ერთად.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, მიეცეს ნება თურქეთის არმიას ერაყში შესვლისა, სადაც ქურთი მეამბოხეები არიან გამაგრებული. აშშ და ერაყი წინააღმდეგია თურქეთის ცალმხრივი შეჭრისა, შიშობენ რა, რომ ეს, ერაყის ჩრდილოეთი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG