Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოანის


თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოანის მხრიდან 27 ოქტომბერს ისევ გაისმა მუქარა, ქურთ

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოანის მხრიდან 27 ოქტომბერს ისევ გაისმა მუქარა, ქურთ
სეპარატისტებთან საბრძოლველად, ჩრდილოეთ ერაყში შეჭრასთან დაკავშირებით. ქალაქ იზმირში შეკრებილ მხარდამჭერთა წინაშე გამოსვლისას ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქეთს სამხედრო ოპერაციის დასაწყებად ნებართვა არავისგან ესაჭიროება და ის ამას გააკეთებს მაშინ, როცა "საჭიროდ ჩათვლის". მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა ერაყის გეგმას - თუ როგორ უნდა შეაჩერონ ჩრდილოეთ ერაყელი ქურთი სეპარატისტები და მათი თავდასხმები თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საჭიროა ბევრად მეტი ძალისხმევა, ვიდრე ამას ანკარაში მყოფი ერაყის მაღალი რანგის დელეგაციის გეგმები ითვალისწინებს. თურქეთმა ერაყს გადასცა ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლების სია და მოსთხოვა სიაში შეყვანილი ყველა პირის ექსტრადიცია თურქეთში. თურქეთის სამხედრო მეთაურის გენერალ იასარ ბიუკანიტის თქმით, ანკარა ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩრდილოეთ ერაყში შეჭრისგან თავს შეიკავებს მანამ, ვიდრე თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი კონსულტაციებს გამართავს ამერიკის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. მათი შეხვედრა 5 ნოემბერს იგეგმება. ვაშინგტონი საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების მომხრეა.
XS
SM
MD
LG