Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო


თეირანში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ირანის

თეირანში მოლაპარაკებები გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ირანის
პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა. ვრცელდება ცნობა, რომ საუბარი შეეხებოდა ირანის ბირთვულ პროგრამას. დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ, პრობლემის დიპლომატიური გზით აღმოსაფხვრელად, საჭიროა აღდგეს ნდობა თეირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნების მიმართ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოულოდნელ ვიზიტს ირანში წინ უსწრებდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრიტიკული განცხადება ამერიკის მიერ თეირანისთვის დაწესებული ახალი სანქციების მისამართით. ლავროვმა თეირანი უკვე დატოვა.
XS
SM
MD
LG