Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყო


აქცია, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყო ოპოზიციური პარტიების

აქცია, რომელიც 2 ნოემბერს დაიწყო ოპოზიციური პარტიების
ინციატივით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გრძელდება. დღის განმავლობაში მასზე პოლიტიკოსებთან ერთად სიტყვით გამოდიოდნენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
დღეს გამოცხადდა, რომ შიმშილობა დაიწყო ოთხმა პირმა, “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა, მოძრაობა “ჩვენ თვითონის” ლიდერმა პაატა დავითაიამ, ასევე დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ და ყოფილმა სპორტმენმა ბიძინა გეგიძემ. ნაშუადღევს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას შემოარტყეს “ცოცხალი ჯაჭვი”, რომლებიც მოგვიანებით მოხსნეს. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს და სპორტსმენებს.
XS
SM
MD
LG