Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 ნოემბერს დაიწყება საქართველოს თავდაცვის



16 ნოემბერს დაიწყება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმის სასამართლო განხილვა. როგორც ინტერპრესნიუსის სააგენტო იუწყება, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაესწრება თუ არა განხილვას თავად განსასჯელი. ირაკლი ოქრუაშვილი, პროკურატურის თანხმობით, სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გენერალური პროკურორის მოადგილის ნიკა გვარამიას განცხადებით, თუ ოქრუაშვილი პირველივე მოთხოვნისთანავე საქართველოში არ ჩავა და საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდება, მას დაეკარგება 10 მილიონი ლარი (რომელიც გირაოს თანხად გადაიხადა) და აღმკვეთი ღონისძიება - გირაო –დაპატიმრებით შეეცვლება. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება ქრთამის აღება, ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა. აღნიშნული მუხლები ჯამში 25 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG