Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს შიდა მოხმარების ანგარიშის თანახმად


გაეროს შიდა მოხმარების ანგარიშის თანახმად, ავღანელი

გაეროს შიდა მოხმარების ანგარიშის თანახმად, ავღანელი
კანონმდებლების პირადმა მცველებმა ავღანელი ბავშვები დახოცეს თვითმკვლელის მიერ მოწყობილი თავდასხმის შემდეგ. ბაღლანის პროვინციაში ნოემბრის დასაწყისში მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, წერია ანგარიშში, მათმა მცვლებმა გამიზნულად და უმისამართოთ ხალხის მიმართულებით სროლა დაიწყეს. დაიხოცა 77 ადამიანი, დაშავდა 100, მათი შორის ორი მესამედი - ტყვიით. ავღანეთში გაეროს წარმომადგენელმა თქვა, რომ მათი მისია ვერ ადასტურებს ანგარიშის მონაცემებს.


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ ნიმროზის პროვინციის გუბერნატორის ოფისთან მოეწყო აფეთქება. დაიღუპა 6 ადამიანი. მათ შორის, როგორც გუბერნატორმა ღულამ დესტაგირმა თქვა, მისი ვაჟიცაა.
ახალი ზელანდიის პრემი მინისტრმა ჰელენ კლარკმა განაცხად, რომ მისი ქვეყანა ავღანეთში სამხედრო მისიას გააგრძელებს 2009 წლის სექტემბრამდე. ახალ ზელანდიას ავღანეთში 120 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს გაგზავნილი.
XS
SM
MD
LG