მოსკოვში გაიმართა მოძრაობის “პუტინისთვის“ პირველი ყრილობა,
რომლის ორგანიზატორები არიან თვით ეს მოძრაობა და პარტია “ერთიანი რუსეთი”. შეკრებაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხრეებს მოუწოდა, ხელი შეუწყონ პარტია “ერთიანი რუსეთის” კანდიდატების გამარჯვებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. თვით პუტინი 2008 წლის მარტისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება, მაგრამ მანამდე, წელს 2 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ერთიანი რუსეთის" წამყვანი კანდიდატი იქნება. პუტინმა პირობა დადო, რომ რუსეთში, მომდევნო თვეების განმავლობაში, "სრულიად განახლდება" ხელისუფლების შემადგენლობა. [პუტინის ხმა] “ძვირფასო მეგობრებო - დაუფიქრდით, ჩვენში მომდევნო რამდენიმე თვის მანძილზე მოხდება რუსეთის უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების სრული განახლება. და იმისათვის, რომ ამ განახლებამ ჩაიაროს სწორად, წარმატებით - იმისათვის, რომ მან ქვეყანას სარგებელი მოუტანოს და მომავალმა პარლამენტმა და პრეზიდენტმა შეძლონ ერთმანეთთან ეფექტიანი თანამშრომლობა, შეძლონ ქვეყნის ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ მოქმედება - გვჭირდება მარტო გამარჯვება!”