Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში


გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძე

გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძე
უახლოეს ათ დღეში გააცნობს საზოგადოებას თავის წინასაარჩევნო პროგრამას. როგორც გაჩეჩილაძემ დღეს, სააგენტო “რია ნოვოსტის” მიერ ორგანიზებულ თბილისი-მოსკოვის ვიდეოხიდის მსვლელობაში განაცხადა, მისი მთავარი ლოზუნგია “საქართველო ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის გარეშე”. გაჩეჩილაძის თქმით, ადეკვატური კონსტიტუციური წყობით საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს. ამასთან, შესაძლებელია პრეზიდენტის პოსტის შენარჩუნება, თუმცა მას საკმაოდ შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. ვიდეოხიდის დროს გაჩეჩილაძემ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნების მცდელობასა და პოლიტიკური მეტოქეების ტერორში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG