თვითმკვლელებმა ორი იერიში მიიტანეს პაკისტანის უშიშროების ძალებზე.
შედეგად დაიღუპა სულ ცოტა 15 ადამიანი. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მოკლულთა რიცხვი ოცდაათს შეადგენს. თავდასხმები მოხდა ქალაქ რავალპინდიში, რომელიც ისლამაბადიდან სამხრეთით მდებარეობს. თვითმკვლელთაგან ერთი თავს დაესხა ავტობუსს, რომლითაც სპეცდანიშნულების რაზმი გადაადგილდებოდა. მეორე თვითმკვლელმა კი, დანაღმული ავტომანქანა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან ააფეთქა. დაიჭრა რამდენიმე ათეული ადამიანი. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერჯერობით არცერთ ძალას არ აუღია. თუმცა ხელისუფლების ეჭვი თალიბანის მომხრე ექსტრემისტებს უკავშირდება.