უშედეგოდ დასრულდა საერთაშორისო მოლაპარაკებების მეორე დღე, რომელიც კოსოვოს სამომავლო სტატუსთან
დაკავშირებით, ავსტრიაში მიმდინარეობს. სერბიის პროვინცია, უპირატესად ალბანელებით დასახლებული კოსოვო, უპირობო დამოუკიდებლობას ითხოვს, ხოლო ბელგრადი მას მხოლოდ ფართო ავტონომიას სთავაზობს. სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოსტუნიცამ დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგაც აღნიშნა, რომ სერბიისთვის მიუღებელია კოსოვოს დამოუკიდებლობა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. რის შემდეგაც კოსოვოს საკითხის საერთაშორისო მედიატორებმა – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ევროკავშირმა - მოლაპარაკებათა შედეგების შესახებ ანგარიში გაეროს უნდა წარუდგინოს. ვადის ამოწურვის შემდეგ კოსოვო დამოუკიდებლობის გამოაცხადებას აპირებს. სერბია კი, მოლაპარაკებათა გაგრძელების მომხრეა.