Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საგანგებო


პაკისტანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 დეკემბერს მოიხსნება.

პაკისტანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 16 დეკემბერს მოიხსნება.
ასეთი განცხადება ფერვეზ მუშარაფმა გააკეთა სატელევიზიო გამოსვლისას დღეს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო ფიცი დადო. პაკისტანის პრეზიდენტის ამგვარ გეგმას მიესალმება შეერთებული შტატები. ფერვეზ მუშარაფმა, რომელიც ქვეყნის სათავეში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, 1999 წელს მოვიდა, მთავარსარდლის პოსტი 28 ნოემბერს დატოვა. ასეთი ნაბიჯი მან, 8 იანვრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ოპოზიციის კატეგორიული მოთხოვნით გადადგა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საყოველთაო არჩევნები პაკისტანში ყოველ მიზეზ გარეშე ჩატარდება. პაკისტანში საგანგებო მდგომარეობა 3 ნოემბერს გამოცხადდა და მოხსნის თარიღი პრეზიდენტმა დღეს პირველად დააკონკრეტა.
XS
SM
MD
LG