Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მიესალმა შერთებული შტატების დაზვერვის


ირანი მიესალმა შერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებს, რომლის თანახმად,

ირანი მიესალმა შერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებს, რომლის თანახმად,
ირანმა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად 2003 წელს შეწყვიტა ბირთვული იარაღის პროგრამაზე მუშაობა. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა აგრეთვე დაასკვნეს, რომ ირანი, როგორც ჩანს, უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული ბირთვული იარაღის შექმნით, ვიდრე ეს შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეგონა აქამდე. დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები თავის აზრებს რეალისტურად ცვლის. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მაღალი რანგის წარმომადგენლის თქმით, ამერიკის დაზვერვის ანგარიში ნათელყოფს, რომ ირანი არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. თავის მხრივ, როგორც თეთრმა სახლმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, ანგარიში ნათელყოფს, რამდენად გამართლებულია თეირანზე საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება.

XS
SM
MD
LG