Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია "იმედი" მაუწყებლობას, სავარაუდოდ, სამშაბათს


ტელეკომპანია "იმედი" მაუწყებლობას, სავარაუდოდ, სამშაბათს 20:00-ზე განაახლებს.

ტელეკომპანია "იმედი" მაუწყებლობას, სავარაუდოდ, სამშაბათს 20:00-ზე განაახლებს.
პირველი, რასაც "იმედის" მაყურებელი ერთთვიანი პაუზის შემდეგ ნახავს, საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკა" იქნება., - ასეთი განცხადება გააკეთა ტელეკომანიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. "იყო ვარაუდი, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ თბილისის მასშტაბით გავიდოდით ეთერში, მაგრამ გვსურს, რომ თავიდანვე მთელმა საქართველომ გვიყუროს. სამშაბათის საღამოს "ქრონიკის" შემდეგ მცირედ უჩვეულო პროგრამა გვექნება, მაგრამ მეორე დილიდან სატელევიზიო ბადე სრულად აღდგება", - აცხადებს გიორგი თარგამაძე. მისივე თქმით, საინფორმაციო სამსახურის გადამღები ჯგუფები 10 დეკემბერს, დილიდან ჩვეულ რეჟიმში დაიწყებენ მუშაობას. ასევე იმუშავებენ სხვა გადაცემებზე დაკავებული ჯგუფებიც. ტელეკომპანია "იმედმა" მაუწყებლობა 7 ნოემბერს, ტელეკომპანიის შენობაში სპეცდანიშნულების რაზმის შესვლის შემდეგ შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG