თბილისში 7 ნოემბერს რეზინის ტყვიების გამოყენებისათვის
სახალხო დამცველი გენერალურ პროკურორს წინასწარი გამოძიების დაწყებას სთხოვს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება სახალხო დამცველის აპარატიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს 7 ნოემბერს პოლიციის მიერ ძალის შეუსაბამო გამოყენებისა და უკანონო ქმედებებისთვის წინასწარი გამოძიების დაწყება მოსთხოვა. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობის წინ, რიყესა და ტელეკომპანია "იმედის" წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი უფლება არ არსებობდა.