Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ


პაკისტანის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება.

პაკისტანის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები 18 თებერვალს გაიმართება.
კომისიის თავმჯდომარემ, ყაზი მოჰამად ფარუღმა დღეს ისლამაბადში გააკეთა ამის თაობაზე განცხადება. არჩევნები თავდაპირველად 8 იანვრისთვის იყო დანიშნული, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მას მერე, რაც გასულ კვირაში ტერაქტის შედეგად მოკლულ იქნა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ბენაზირ ბჰუტო. ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების თარიღის შეცვლა არ სურდათ. მთავრობა აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან ტერაქტის შემდეგ სახალხო მღელვარების შედეგად დაზიანდა საარჩევნო უბნები. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნავაზ შარიფის პარტია მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, თუმცა პარტია გმობს არჩევნების გადატანას. დღესვე პრეზიდენტმა მუშარაფმა გამოაცხადა, რომ ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის გამოძიებაში პაკისტანს ბრიტანეთის პოლიცია გაუწევს დახმარებას.

XS
SM
MD
LG