Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პირველად შეიკრიბნენ კოსოვოს ახალი


დღეს პირველად შეიკრიბნენ კოსოვოს ახალი პარლამენტის დეპუტატები, რომელთა მთავარ ამოცანას, როგორც

დღეს პირველად შეიკრიბნენ კოსოვოს ახალი პარლამენტის დეპუტატები, რომელთა მთავარ ამოცანას, როგორც
ცნობილია, პროვინციის დამოუკიდებლობის აღიარება წარმოადგენს. პარლამენტი მუშაობას განაახლებს ოთხშაბათს და ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას უყრის კენჭს. ასევე ოთხშაბათისთვის იგეგმება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დამტკიცება. დემოკრატიული პარტიის ლიდერის ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, კოსოვო მალე იქცევა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სავარაუდოდ, სწორედ ტაჩის კანდიდატურას დაამტკიცებს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კოსოვოს საკანონმდებლო ორგანოში, დემოკრატიული პარტიის გარდა, მეორე დიდ ძალას წარმოადგენს დემოკრატიული ლიგა. კოსოვოს დამოუკიდებლობას მხარს ორივე უჭერს.
XS
SM
MD
LG