Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით,
5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა დააგროვა. მას მხარი არჩევნებში მონაწილეთა 53,47 პროცენტმა დაუჭირა. მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფლების” კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე ხმათა 25,7 პროცენტით. მომდევნო პოზიციები ასე გადანაწილდა: არკადი პატარკაციშვილი (საინიციატივო ჯგუფი) - 7,1 პროცენტი; შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია) - 6,5 პროცენტი; დავით გამყრელიძე (“ახალი მემარჯვენეები) - 4 პროცენტი; გიორგი მაისაშვილი (საინიციატივო ჯგუფი) - 0.77 პროცენტი; ირინა სარიშვილი (საინიციატივო ჯგუფი) - 0,16 პროცენტი. ცესკომ დარღვევების გამო, ბათილად ცნო 33 129 ბიულეტენი და 10 საარჩევნო უბნის შედეგები.
ექვსი საარჩევნო უბნის მონაცემები კი, შესწორდა.
XS
SM
MD
LG