Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი


5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი მასშტაბური გაყალბება არ ყოფილა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს,

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისეთი მასშტაბური გაყალბება არ ყოფილა, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა არჩევნების შედეგებს,
– ამ შინაარსის განცხადება დღეს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ. "შეერთებულ შტატებს მეგობრობა და ურთიერთობები აქვს არა კონკრეტულ პიროვნენებთან, არამედ საქართველოს სახელმწიფოსთან. საქართველო ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია მრავალი მიზეზის გამო, მაგრამ მთავრი მიზეზია ის, რომ ეს არის ახალგაზრდა დემოკრატია, რომელიც დემოკრატიულ სისტემას ავითარებს" – აცხადებს მეთიუ ბრაიზა. მისი თქმით, პირად ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი სწორედ დემოკრატიული პროცესია. პრესკონფერენციის გამართვამდე მეთიუ ბრაიზა შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG