ერაყში გაეროს მისიის ხელმძღვანელის შეფასებით, უსაფრთხოების მხრივ ვითარება გაუმჯობესებულია,
მაგრამ ერაყს კვლავაც აკლია პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც საჭიროა გრძელვადიანი სტაბილიზაციისთვის. როგორც სტაფან დე მისტურამ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, ერაყში ძალადობის შემცირების მიზეზებს შორისაა ამერიკელების სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, შიიტი მოყტადა ალ-სადრის შეიარაღებული რაზმის მიერ ძალადობაზე დროებით უარის თქმა და ერაყის მეზობელი ქვეყნების მზარდი თანამშრომლობა. მაგრამ, მისივე თქმით, ერაყელ პოლიტიკოსებს მეტის გაკეთება მართებთ ეროვნული შერიგების პროცესის დასაჩქარებლად.