სერბიაში საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ბოლო დღეა 31 იანვარი. დღეს ბელგრადში წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი მიტინგები გამართეს
მეტოქე კანდიდატებმა - პროდასავლურად განწყობილმა ბორის ტადიჩმა და ნაციონალისტური ფრთის წარმომადგენელმა ტომისლავ ნიკოლიჩმა. არჩევნების მეორე ტური სერბიაში 3 თებერვალს უნდა გაიმართოს. მანამდე კი, 2 დღის მანძილზე, წინასაარჩევნო კამპანია უნდა შეწყდეს. ოთხშაბათს ტადიჩი და ნიკოლიჩი ერთმანეთს ტელედებატებში დაუპირისპირდნენ. ბორის ტადიჩი მოახლოებულ არჩევნებს ადარებს რეფერენდუმს, რომელმაც სერბიის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხიც უნდა გამოარკვიოს. ტიმოსლავ ნიკოლიჩი კი, ქვეყნის გაერთიანებისა და დიდი ხნის მანძილზე ნანატრი კეთილდღეობის პირობას დებს.