Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ბელგიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ბელგიაში.
პრაიმ ნიუსის სააგენტო, საგარეო უწყებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 5-6 მარტს ბაქრაძე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს ხავიერ სოლანასა და ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟოზე მანუელ ბაროზუს, აგრეთვე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ დე ჰუხტს. დღესვე ბრიუსელში მიემგზავრება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. იქ ნინო ბურღანაძე მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში "ქალები უსაფრთხო მსოფლიოსათვის". ევროკავშირის თაოსნობით ორგანიზებული ფორუმის მონაწილეთა შორის არიან, აგრეთვე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი.
XS
SM
MD
LG