Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის


რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ აფხაზეთისათვის დაწესებული

რუსეთის ფედერაცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ აფხაზეთისათვის დაწესებული
ეკონომიკური ბლოკადის შეთანხმებას ეთიშება. ამის შესახებ ნათქვამია დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში `რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისათვის 1996 წელს დაწესებული შეზღუდვის რეჟიმიდან გამოსვლის შესახებ~. მოსკოვმა აფხაზეთისათვის შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას სპეციალური თხოვნით მიმართა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 1996 წელს გადაწყვეტილების მიღება განპირობებული იყო იმის სურვილით, რომ აფხაზურ მხარეს ემოქმედა დევნილთა დასაბრუნებლად, მაგრამ ახლა, როცა ვითარება კარდინალურად შეცვლილია და აფხაზეთის გალის რაიონში ქათველ დევნილთა უმეტესობა დაბრუნდა, "ეკონომიკურმა შეზღუდვებმა" აზრი დაკარგა.რუსული მხარე მიიჩნევს, რომ გალის რაიონში დევნილთა შემდგომ დაბრუნებას ხელს უშლის ქართული მხარე. მოსკოვის განზრახვას თბილისი ეკონომიკური ანექსიის მცდელობად აფასებს. ასეთი განცხადება გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა.
XS
SM
MD
LG