Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რესპუბლიკური პარტია” შიმშილობის აქციას


„რესპუბლიკური პარტია” შიმშილობის აქციას პარლამენტის წინ მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

„რესპუბლიკური პარტია” შიმშილობის აქციას პარლამენტის წინ მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
ამის შესახებ ნათქვამია “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში, რომელიც პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს წინ გააცნო. “რესპუბლიკური პარტიის” შეფასებით, პოლიტიკურად მიზანშეუწონელია შექმნილ ვითარებაში მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმის - შიმშილობის გამოყენება და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა მაშინ, როდესაც “მეორე ტურად” გამოცხადებულ საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდე თვეა დარჩენილი. “რესპუბლიკური პარტია” იქვე ხელისუფლებას მიმართავს, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალა მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, უპირობოდ და დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საარჩევნო სისტემის ოპოზიციასთან ადრე შეთანხმებულ და საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაპირველ ტექსტში ასახულ ვარიანტს. ასევე, არ დაუშვას ძირითად საარჩევნო საკითხებზე გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება.
XS
SM
MD
LG