Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში გერმანიის კანცლერის


ვლადიმირ პუტინმა რუსეთში გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება საზიანოა

ვლადიმირ პუტინმა რუსეთში გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება საზიანოა
და კონტრპროდუქტიული. [პუტინის ხმა] “ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის უსასრულო გაფართოება თანამედროვე პირობებში, როცა ერთმანეთს არ უპირისპირდება ორი მტრულად განწყობილი სისტემა, მიგვაჩნია არა მარტო არამიზანშეწონილად, არამედ საზიანოდაც, კონტრპროდუქტიულად. რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ცდილობენ, შექმნან ორგანიზაცია, რომელიც ჩაენაცვლებოდა გაეროს”. ასევე პუტინის მიერ გამოთქმული შეფასებით, დასავლეთის სახელმწიფოები არ უნდა მოელოდნენ მოსკოვთან უფრო იოლ ურთიერთობას მაისის შემდეგ, როცა რუსეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება - დმიტრი მედვედევი. მოგვიანებით მედვედევმაც გამართა მოლაპარაკება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.
XS
SM
MD
LG