Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა


საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი,

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი,
რომლის მიხედვით, პარლამენტში 150 მანდატი თანაბრად განაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის. კონსტიტუციური კანონპრექტი დეპუტატებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით, პარლამენტი ოთხი წლითა და შემდეგი კომპოზიციით უნდა აირჩეს: [ნიკა გვარამიას ხმა] „75 პროპორციული და 75 მაჟორიტარი წევრი. რაც შეეხება ამ ცვლილებების მეორე ნაწილს, შედის ცვლილება 50-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში, ყალიბდება 5 პროცენტიანი ბარიერი, ნაცვლად შვიდპროცენტიანისა.“ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის მანდატების თანაბრად განაწილების წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამს ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლებიც მესამე დღეა, შიმშილობის აქციაში მონაწილეობენ. დღეს ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტის სამ შესასვლელთან ე.წ. "სირცხვილის დერეფნები" მოაწყო. აქციის მონაწილეები სტვენით და შეძახილებით შეხვდნენ რადმენიმე დეპუტატს.
XS
SM
MD
LG