Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების


თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობაში "არავის" სურს ომი ირანთან.

თეთრი სახლის განცხადებით, შეერთებული შტატების მთავრობაში "არავის" სურს ომი ირანთან.
"ადმინისტრაციაში არავინ არის ისეთი, ვინც ირანთან, დიპლომატიური მიდგომის გარდა, რაიმე სხვას ემხრობოდეს" – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თეთრი სახლის პრესმდივანმა დანა პერინომ. ასეთი განმარტება მოჰყვა პოსტიდან გადადგომის შესახებ ადმირალ უილიამ ფალონის მიერ გაკეთებულ განცხადებას. უილიამ ფალონი ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ადმირალი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს. ფალონი გასულ კვირაში ჟურნალ "ისქვაიარის" ყურადღების ცენტრში მოექცა. პუბლიკაციაში ის დახასიათებული იყო პოლიტიკოსად, რომელიც ბუშის ადმინისტრაციას ირანის წინააღმდეგ ომის თავიდან აცილების აუცილებლობაში არწმუნებდა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ თითქოს ადმირალი ფალონი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციას ირანის საკითხთან მიმართებით. "მე სინანულით მივიღე ადმირალ ფალონის განცხადება გადადგომის შესახებ," – აღნიშნა გეიტსმა.
XS
SM
MD
LG