Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიბეტის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, 80


ტიბეტის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, 80 ადამიანი დაიღუპა ბოლო შეტაკებების დროს

ტიბეტის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, 80 ადამიანი დაიღუპა ბოლო შეტაკებების დროს
დემონსტრანტებსა და ჩინეთის უშიშროების ძალებს შორის, ტიბეტის დედაქალაქ ლჰასაში. ინდოეთში გახიზნული მთავრობის პრეს-მდივნის ტუბტენ სემპჰელის ცნობით, იმავე შეტაკებების შედეგად 72 ადამიანი დაშავდა. ჩინეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პარასკევს, არეულობის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. პეკინი ტიბეტელ დემონსტრანტებს ძალადობაში ადანაშაულებს. დასავლეთის ქვეყნები მოუწოდებენ ჩინეთის ხელისუფლებას – არ გამოიყენოს ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG