Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მოსკოვში ჩავიდნენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი მოსკოვში ჩავიდნენ.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ თავიანთ რუს კოლეგებთან, ასევე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მის მემკვიდრესთან, დმიტრი მედვედევთან. მოლაპარაკებების მთავარი თემებია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. მოსკოვი ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გეგმას, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ჩეხეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში და აცხადებს, რომ ეს მის უსაფრთხოებას ემუქრება. ვაშინგტონის თანახმად, სისტემა მიმართული იქნება ისეთი ქვეყნებისგან თავის დასაცავად, როგორიცაა ირანი.
XS
SM
MD
LG