Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით


ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით,

ავღანელი ოფიციალური პირის განცხადებით,
ამერიკელმა სამხედროებმა ხოსტის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციისას მოკლეს 6 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი ქალი. ამ შინაარსის განცხადება პროვინციის გუბერნატორის პრეს-მდივანმა ხიბარ პაშტუნმა გააკეთა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით კი ოპერაცია მიმართული იყო თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ. ამ წყაროს ცნობით, მოკლეს რამდენიმე მეამბოხე, ხოლო ქალისა და ერთი ბავშვის გვამები აღმოაჩინეს იმ შენობაში რეიდის შემდეგ, რომელშიც მეამბოხეები იმალებოდნენ.
XS
SM
MD
LG