Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ ღამით გალის რაიონის სოფელ


გუშინ ღამით გალის რაიონის სოფელ კოხორაში ბაღათურიების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი დაესხა თავს.

გუშინ ღამით გალის რაიონის სოფელ კოხორაში ბაღათურიების ოჯახს 5 შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
თავდამსხმელებმა ოჯახის წევრები აწამეს და სახლიდან 4 ათასი ლარი წაიღეს. მუცლის არეშია დაჭრილი ოჯახის დიასახლისი. მას მკურნალობა ზუგდიდის საავადმყოფიში უტარდება. ბორის ბაღათურია თავდამსხმელებმა საკუთარი მანქანით გაიტაცეს, სცემეს და ტყეში დატოვეს. მას მოტეხილი აქვს ორივე ფეხი და მკურნალობა სოხუმის საავადმყოფოში უტარდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში ეს ყაჩაღობის უკვე მეშვიდე ფაქტია. ორი დღის წინ დაყაჩაღებული რომან აგერბაია დღეს დილით ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
XS
SM
MD
LG