Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის გეგმავს


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის გეგმავს, რომ, რუს კოლეგასთან შეხვედრისას, განიხილოს ამერიკის გეგმა,

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის გეგმავს, რომ, რუს კოლეგასთან შეხვედრისას, განიხილოს ამერიკის გეგმა,
რომელიც ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ჩეხეთსა და პოლონეთში განთავსებას გულისხმობს. ვლადიმირ პუტინის მიპატიჟებით ჯორჯ ბუში შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში ჩავა მას შემდეგ, რაც ის უკრაინას ესტუმრება, 2-4 აპრილს რუმინეთში ნატოს სამიტს დაესწრება და ხორვატიას მოინახულებს. მოსკოვი დიდი ხანია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმას და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების ევროპაში განთავსებას რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. შეერთებული შტატები ცდილობს დაამტკიცოს, რომ გეგმა მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნებიდან მოსალოდნელ თავდასხმათა მოგერიებას ისახავს მიზნად. ამ ეტაპზე საკითხს ორი ქვეყნის დელეგაციები იხილავენ. ჯორჯ ბუში იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
XS
SM
MD
LG