Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთის პარლამენტმა 23 აპრილს მიიღო


ესტონეთის პარლამენტმა 23 აპრილს მიიღო განცხადება,

ესტონეთის პარლამენტმა 23 აპრილს მიიღო განცხადება,
რომელიც გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან. ესტონეთის პარლამენტი აცხადებს, რომ ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევროკავშირი-რუსეთის ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ.
”რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პარლამენტი გმობს ამგვარ ცალმხრივ ქმედებებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს ამ განკარგულების განხორციელება” - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ესტონეთის პარლამენტი ნატოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს 2008 წლის დეკემბერში საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიანიჭონ.
XS
SM
MD
LG