უკრაინის პრემიერ-მინისტი იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ ამ წლის ბოლომდე ქვეყნის კონსტიტუციაში შევა ცვლილებები,
რომლებიც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გადანაწილებას გამოიწვევს. უკრაინის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ტიმოშენკომ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან მისი ამჟამინდელი დაპირისპიება იმის შედეგია, რომ მოქმედ კონსტიტუციაში ეს უფლებამოსილებები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. იულია ტიმოშენკოს ბლოკის ერთ-ერთმა ლიდერმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მანამდე განაცხადა, რომ უზენაეს რადას მალე განსახილველად გადაეცემა კონსტიტუციის ცვლილებები, რომელთა შედეგად პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ნაწილი პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გადაეცემა.