Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპირებს სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას


რუსეთი აპირებს სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში.

რუსეთი აპირებს სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდას საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში.
ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რმოელიც დღეს გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდის საკითხზე განცხადებით გამოვიდა საგარეო უწყების წარმომადგენელიც, ბორის მალახოვი: [მალახოვის ხმა] "ქართულ-აფხაზური კონლიქტის ზონაში მოვლენების განვითარება გვიკარნახებს აუცილებლობას, გაიზარდოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კოლექტიური სამშვიდობო ძალების პირადი შემადგენლობა იმ რიცხოვნობის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრულია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1994 წლის 22 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილებით". იქვე რუსეთის საგარეო უწყების პრეს-მდივანმა ბორის მალახოვმა განაცხადა, რომ რუსი მშვიდობისდამცველების ყოფნა კონფლიქტის ზონაში ძალადობის ესკალაციის ხელის შემშლელი მთავარი ფაქტორია.
XS
SM
MD
LG