Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტელევიზიით მიმართა


საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტელევიზიით მიმართა ეთნიკურად აფხაზ და ეთნიკურად ოს თანამემამულეებს.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტელევიზიით მიმართა ეთნიკურად აფხაზ და ეთნიკურად ოს თანამემამულეებს.
მან თავდაპირველად ისაუბრა მძიმე ეკონომიკურ პირობებზე: სიდუხჭირეზე, უმუშევრობაზე - პრობლემებზე, რომლებთან გამკლავებაც უწევთ, პრეზიდენტის თქმით, კონფლიქტების შედეგად წარმოქმნილი ბარიკადების ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს. მისი განცხადებით, ყველას სურვილია შემოსავლების გაზრდა, შვილებისთვის უკეთესი პირობების შექმნა და სწორედ ამიტომ, დასძინა პრეზიდენტმა სააკაშვილმა: [სააკაშვილის ხმა] “ჩვენი სამოქმედო გეგმაა არა ომი, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; არა დაპირისპირება, არამედ ჩვენს მოხუცებსა და ბავშვებზე ზრუნვა, პენსიების ზრდა, უკეთესი სკოლებისა და საავადმყოფოების მშენებლობა; არა გათიშულობა, არამედ ტურიზმისა და სოფლიოს მეურნეობის განვითარება, ხალხის შემოსავლების ზრდა, წარმატებული ცხოვრებისთვის სათანადო შესაძლებლობების ყველასთვის გაჩენა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გეგმას ერთად ასმაგად წარმატებით შევასრულებთ. ჩვენი ურყევი კურსია არა ნგრევა მტრობით, არამედ შენება სიყვარულით”.
XS
SM
MD
LG