Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში


ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ გაიმარჯვა.

ზიმბაბვეს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ოპოზიციის ლიდერმა მორგან ცვანგირაიმ გაიმარჯვა.
ამის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საარჩევნო კომისიამ. საპრეზიდენტო არჩევნები ზიმბაბვეში ჯერ კიდევ მარტში გაიმართა. ამასთან, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების განცხადებით, ცვანგირაის მოუწევს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელშიც მისი მეტოქე იქნება ამჟამინდელი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე. საარჩევნო კომისიის ცნობით, ცვანგირაის ხმების 48-მდე პროცენტი ერგო, მაშინ როცა ოპოზიცია ირწმუნება, რომ მან 50 პროცენტზე მეტი მიიღო, რაც საკმარისია პირველივე ტურში გასამარჯვებლად.
XS
SM
MD
LG